მართვის ავტორიტარული სტილი

მართვის ავტორიტარული სტილი
გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს ხელმძღვანელი. მას თანამშრომლებთან ურთიერთობაში სრული ძალაუფლება აქვს, მკაცად შემოფარგლავს მონაწილეთა როლებს, ახორციელებს დეტალურ კონტროლს და ხელში უჭირავს მართვის ყველა სადავე. ავტორიტარული სტილის მმართველობა ხშირია ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც დიდი მოცულობის საქმეს ახორციელებენ, თუმცა ამ დროს თანამშრომელთა მოტივაცია დაბალია, ორიგინალური წამოწყებები გამორიცხული. აქ ჯგუფური აზროვნების აგრესიულობა ჭარბობს. ჯგუფის წევრები შესაბამისად დათრგუნულები და მორჩილნი არიან.
Source: ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»